პრეზიდენტი აღმოსავლეთ სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა

18:37, 29.01.2025

მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. მას ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასადილო, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. მიხეილ ყაველაშვილი პირველ ქვეით ბრიგადასაც ესტუმრა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის მიზნებს გაეცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მსგავსი