„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო.
ორგანიზატორების განცხადებით, კვირეულის ფარგლებში სამი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მათი თქმით, ეს ძირითადად კულტურული ღონისძიებებია და იქნება ასევე „ღირსების მარში“, რომელიც კვირეულს დაასრულებს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი ძირითადი მიზანი თანამოქალაქეებისთვის იმის ახსნაა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. წლევანდელი ღონისძიების ლოზუნგია „სოლიდარობა“.
„თბილისი პრაიდის“ გამართვის ადგილზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი აპროტესტებს. აქციას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.