მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი

მსოფლიო ეფექტიანობის ინდექსში საქართველომ სარეიტინგო პოზიციები გაიუმჯობესა.

შეფასების სკალიდან ქვეყანამ 62% აიღო და ევროპის ქვეყნების ოცეულში მოხვდა. სახელმწიფო სერვისების გაცემა, კორუფციის წინააღმდეგ გატარებული რეფორმები, სამხედრო ხარჯები, ბიზნესის კეთების სიმარტივე – ეს მხოლოდ ნაწილია იმ 26 ინდიკატორიდან, რომლითაც ქვეყნებს აფასებენ. კვლევითი ცენტრის, „სოლაბილითის“ მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მანამდე არასდროს ჰქონია.