კულტურის მინისტრის ვიზიტი ათენში

21:57, 08.04.2026

საქართველოსა და საბერძნეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება.

გეგმა, რომელიც ორივე ქვეყანაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიების მოწყობას, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობას და ერთობლივ პროექტებს ითვალისწინებს, მინისტრებმა განიხილეს. ათენს საქართველოს კულტურის მინისტრი სტუმრობს. გეგმებს შორისაა აკროპოლისის მუზეუმში ქართული გამოფენის მოწყობა.

ამ წუთებში ათენში, საბერძნეთის ეროვნული ოპერის დარბაზში თბილისის სიმფონიური ორკესტრის და საქართველოს სახელმწიფო კაპელის კონცერტი იმართება. მუსიკალურ საღამოზე შესრულდება ვახტანგ კახიძის „რექვიემი“ და უწმინდესის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოები სახელწოდებით „მოწყალეო უფალო იესო“.

მსგავსი