დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ
საქართველოს შესახებ, ერთ საათიან დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ იტალიელი დოკუმენტალისტები. კინოსურათი Gambero Rosso TV-ს ეთერში გადაიცემა. ესაა ტელეკომპანია მოგზაურობისა და კულინარიის მიმართულებით. ფილმში საქართველოს ტურისტულ ადგილებზე, კულტურაზე, გასტრონომიასა და ღვინოზეა საუბარი. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, წინანდალში, ალავერდში, ატენში, უფლისციხეში, ჭიათურაში, კაცხის სვეტთან, შაორის წყალსაცავზე, ამბროლაურში, ვარძიასა და სხვა ადგილებში გაიმართა.