საქართველო-აზერბაიჯანს შორის, აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება. ასევე 26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება – გადაწყვეტილებები ოფიციალურად მიღებულია. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ირაკლი კობახიძემ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ურბანულ სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.