მიღება აზერბაიჯანის საელჩოში 

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ საქართველოში. აზერბაიჯანის საელჩოში საზეიმო მიღება მოეწყო. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართული ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც მიმართვაში მეზობელი ქვეყნების ისტორიულ და მრავალწლიან ახლო ურთიერთობაზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი თბილისში, მეფისნაცვლის სასახლეში, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოეწერა.