საქართველო აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბანკის პრეზიდენტ შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. აღინიშნა რომ ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, ექვსი მილიარდი დოლარია, მათ შორის, მიმდინარე პროექტების ღირებულება ორ მილიარდს აღემატება. დამატებით მიმდინარეობს მუშაობა მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროექტებზე.