მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა

ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 34,5 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსება გამოუყო. თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მილიონ აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.