კოვიდ-პანდემიით დაზარალებული მსოფლიო ვირუსთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.
„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად ცხადდება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პანდემიის დასასრულს მაინც არ ნიშნავს. როგორც ექიმები განმარტავენ, მკვეთრად შემცირებულ სტატისტიკასთან ერთად ჯანმო-ს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის გარემოებაა, რომ კორონავირუსი ჩეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა და მისი მართვა გამარტივდა. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შტამის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი მუტაცია აღარ გავრცელებულა, ჯანმო მაინც საუბრობს გარკვეულ რისკებზე.
მარიამ სეთურიძე არკვევდა, როდის გამოცხადდება პანდემია დასრულებულად.