სეზონური ვირუსები გააქტიურდა - ვითარება კლინიკებში

ქვეყანაში სეზონური ვირუსების აქტიური ფაზაა.

ექიმები პიკს სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, იანვარის მეორე ნახევარში ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, ძირითადად ცირკულირებს ადენო, რინო და გრიპის ვირუსები, „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი კი გაცილებით დაბალია და გამოვლენილი შემთხვევების 5%-ს შეადგენს. კლინიკებში მიმართვის რაოდენობა გაზრდილია. რისკ-ჯგუფებში ბავშვები შედიან. მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.