ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ფაქტს შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.
ლეიბორისტების ლიდერი ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნას მოითხოვს. მისი თქმით, აუცილებელია, შეჩერდეს სამუშაოები ყველა იმ ობიექტზე, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება დაცული არ არის. ამასთან, შალვა ნათელაშვილი მომხდართან დაკავშირებით ტყიბულის შახტის მეპატრონის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, მსგავს შემთხვევებს მასიური ხასიათი აქვს, თუმცა შედეგად არავინ ისჯება.