შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი

შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ჯარში სამსახური საკონტრაქტო ნებაყოფლობითი უნდა იყოს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, აღნიშნულ კანონს მისი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღებს. ნათელაშვილი აკრიტიკებს ხელისუფლების ინიციატივას, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, თანამდებობის პირების შვილები სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას მაინც შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონის გადახედვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეები სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან, მისი გადავადების უფლება კი მხოლოდ ერთხელ, 10 000 ლარის გადახდის შემთხვევაში ექნებათ.