პროფკავშირები: საქართველოში საწარმოო შემთხვევების 99%-ის მიზეზი გაუფრთხილებლობა და სტანდარტების არარსებობაა

საქართველოში მომხდარი საწარმოო შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 99% გაუფრთხილებლობით და სტანდარტების არარსებობის გამო ხდება,-ასეთია პროფკავშირების თავმჯდომარის ხელთ არსებული სტატისტიკა.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ამ დრომდე უცნობია ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევა ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირდება, თუ საქმე აქაც გაუფრთხილებლობასთან გვაქვს. მისი თქმით, აუცილებელია შემთხვევის ადგილზე პროფკავშირების წარმომადგენლები დაუშვან, რათა დადგინდეს კატასტროფის რეალური მიზეზი.