ექსპერტიზის ბიუროში მინდელის შახტაში დაღუპულთა ამოცნობა მიმდინარეობს

15:02, 05.04.2018

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

რაც შეეხება უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ მეშახტეებს, ისინი კლინიკებში განაგრძობენ მკურნალობას. ერთი მათგანი ტყიბულის საავადმყოფოში, ორი დაშავებული კი ქუთაისში, იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი