ნათელაშვილის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო შალვა ნათელაშვილის საქმის განხილვას იწყებს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვალს მიღებულ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას სადეპუტატო მანდატი შეუწყდა. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მას უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად შეუწყდა. ნათელაშვილის სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ივნისს მიიღო. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მისი პარტიის წინააღმდეგ მოქმედებს.