შალვა ნათელაშვილის სასამართლო

საქალაქო სასმართლოში შალვა ნათელაშვილის პროცესი მიმდინარეობს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს საავტორო უფლებების კავშირი უჩივის და მისგან 50 ათას ევროს ითხოვს. ამ წუთებში იკითხება შალვა ნათელაშვილი. საავტორო უფლებების კავშირი მას მურმან ლებანიძის ლექსის „მეშინია“ საჯაროდ წაკითხვასა და საარჩევნო კლიპში გამოყენებას ედავება.