ელჩების მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე

დავით გარეჯის ტერიტორიის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება.

წლების წინ განახლებული სამთავრობო კომისია საზღვრების დელიმიტაციის საკითხის განხილვას გაზაფხულზე მიუბრუნდება. ელჩის მოლოდინია, რომ საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად და საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში აკრედიტებულმა საქართველოს ელჩებმა 2023 წელი დღეს დეპუტატების წინაშე შეაჯამეს. საკომიტეტო სხდომამ ძირითადად დახურულ ფორმატში ჩაიარა. შეხვედრას ოპოზიციის ნაწილიც ესწრებოდა. განსაკუთრებული აქცენტი იმ მედიაციაზე გაკეთდა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საქართველომ საკუთარ თავზე აიღო. რა შეიცვალა მიმდინარე წელს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში და რა პრიორიტეტები იქნება მომავალ წელს.