სამთავრობო კომისიის სხდომა

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები და სახელმწიფო სტრატეგია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. მასში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. თეა ახვლედიანმა  შეაჯამა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები, ასევე 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების შეთანხმებულ და კოორდინირებულ საქმიანობის მნიშვნელობას.