თეა ახვლედიანი სამეგრელოში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა სამეგრელოში. შეხვედრებში მონაწილეობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თეა ახვლედიანმა პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, იზრდება პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. განიხილეს სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაისახა მათი აღსრულების ოპტიმალური გზები.