შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა თბილისში, რომელიც წელს პირველად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. სახელმწიფო მინისტრმა თამარაშვილის ხეივანში არსებულ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.