საინფორმაციო შეხვედრა

12:16, 15.11.2023

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. საინფორმაციო შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გახსნა. საუბარი შეეხო 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას. აქცენტი გაკეთდა პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებასთან, ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მსგავსი