შეხვედრა მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაციასთან

საქართველოში ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაცია იმყოფება. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან. სხდომის ფარგლებში, მინისტრმა დელეგაციის წევრებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო. შეხვედრა ასევე შედგა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

დისკუსიების შედეგად საქართველოსთვის მონიტორინგის ანგარიში და რეზოლუცია მომზადდება.