შეხვედრა გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასთან

15:33, 19.05.2023

თეა ახვლედიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კონფლიქტით დაზარალებული სოფლების მოსახლეობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობას, გამართული დისკუსიის ფარგლებში, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის UN-WOMEN-ის მხარდაჭერით გაიმართა.

 

მსგავსი