გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილე

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გახსნა. თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანული გამოცემის „გურჯისტანის“ საუკუნოვანი ისტორიისა და იმ მნიშვნელოვანი მისიის შესახებ ისაუბრა, რომელსაც გაზეთი სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით ასრულებს. ღონისძიებაზე გაზეთის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. რედაქციის თანამშრომლებს სიგელები, საიუბილეო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.