„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სამპუნქტიანი სტრატეგია წარადგინა. მისი განცხადებით, აუცილებელია, ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები, ასევე შეიქმნას მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი და მოუწოდონ ხალხს ქუჩაში გასვლისკენ. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტები პარტიამ ზაფხულის განმავლობაში შეიმუშავა.