მერიის სოციალური პროექტები 

თბილისში მცხოვრები და გაფანტული სკლეროზით დაავადებული მოქალაქეების დაფინანსებაში თბილისის მერია ერთვება.

დედაქალაქის მთავრობა სოციალურად დაუცველებს მკურნალობას მთლიანად დააფინანსებს, დანარჩენ კატეგორიას კი წამლების ფასის მხოლოდ 20%-ის გადახდა მოუწევს.

სიახლეა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსების პროგრამაშიც. თერაპიისთვის საჭირო თანხას მიიღებს ის 230 ბავშვი, რომელიც მომლოდინეთა სიაში იყო.