ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისანი-სამგორის რაიონში
ისნის რაიონში, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სატურნირო და სავარჯიშო სკეიტმოედნები, ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ორ ამორტიზებულ კორტს. სამუშაოები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა აწარმოა. პროექტის ღირებულება ექვს მილიონ ლარს შეადგენს.