მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში
რა ზომებს იღებს დედაქალაქის მთავრობა უსახლკაროთა უზრუნველსაყოფად.
ბოლო მონაცემებით, 2015 წლიდან მოქმედ თავშესაფარში 116 ადამიანი იმყოფება. „ლილოში“ მდებარე ობიექტი სულ 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. საცხოვრებელი ფართის შეთავაზების გარდა უსახლკარო მოქალაქეებისთვის სხვადასხვა პროგრამაც მოქმედებს. მათ შორისაა სარეაბილიტაციო კურსები, თერაპიები და ჯანდაცვის პროგრამები, ბენეფიციარებს სხვადასხვა ხელობის დაუფლებაშიც ეხმარებიან.