კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნული კონკურსი
კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნული კონკურსის, „მომავლის ვარსკვლავები“ გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია იმართება. მონაწილეობენ სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების მუსიკოსები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ამერიკიდან და ჩინეთიდან. პრიზიორებს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცემათ სახელობითი ჯილდოები.
გალაკონცერტი თბილისის მერიის მხარდამჭერით იმართება.