თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიებს აფრთხილებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სამუშაოებს და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. დედაქალაქის მერი რამდენიმე დღის წინ ავლაბრის მეტროს ვესტიბიულში წყლის ჩამოსვლის ფაქტს გამოეხმაურა. ერთი წლის წინ რეაბილიტირებულ შენობაში წყალი უხვი ნალექის შემდეგ ჩამოვიდა. საკითხს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს, პრობლემის მოგვარება კი კონტრაქტორ კომპანიას დაევალა.