მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა გაფართოვდა
ცვლილებები კერძო სექტორის ხელშემწყობ პროგრამაში. თუ ამ დრომდე თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესს განვითარებისთვის 20 ათას ლარამდე თანადაფინანსებას სთავაზობდა, გაფართოების შედეგად სუბსიდიის ოდენობა 50 ათას ლარამდე გაიზარდა. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
პროგრამის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭებათ თბილისში რეგისტრირებულ იმ ბიზნესებს, რომლებიც რეალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნეს-გეგმას წარმოადგენენ.
რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის და როდის იწურება განაცხადების წარდგენის ვადა – მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ.