რეკრეაციული და გასართობი სივრცე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი გასართობ-სარეკრეაციო, თემატური სივრცის შექმნა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერიას, ფონდ „ქართუს“ და ბრიტანულ კომპანია Leisure Development Partners-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. ბრიტანული კომპანია LDP, ფონდ „ქართუსთან“ კონტრაქტის საფუძველზე, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ჩაატარებს, მეორე ეტაპი კი – კონცეპტუალური დიზაინის შექმნას ითვალისწინებს.