30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. ამ მიზნით თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება. მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვაა. გაფანტული სკლეროზის დაავადების მქონე პირების დახმარების მიზნით, თბილისის მერია სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამას უკვე წლებია ახორციელებს.