თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამა 

18:40, 17.03.2026

თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს. წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისში რეგისტრირებულ პირს, 80-ზე მეტ მიმართულებას, სრულიად უფასოდ სთავაზობს. პროგრამაში სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, კერძო სექტორიც ერთვება. დღეს, თბილისის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს, რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – dasakmdi.ge – შეუძლიათ.

მსგავსი