მასობრივი სამარხი ლიმანში

უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში, მასობრივ სამარხში ბავშვების ცხედრებიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური იუწყება. ეროვნული პოლიციის ცნობით, ლიმანში მასობრივი სასაფლაოების შესახებ ინფორმაცია მათ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა. მათივე ცნობით, ერთ-ერთ სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 200 სამოქალაქო პირია დაკრძალული, მათ შორის არიან ბავშვებიც. მეორე სასაფლაოზე კი საერთო სამარხია უკრაინელი სამხედროებისთვის. დაღუპულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები. უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სექტემბერში გაათავისუფლეს.