რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ტერიტორიებს ბომბავს რუსეთი. გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო რაკეტა „X-59“ და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონი გაუშვეს. ოდესის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 დრონის განადგურება შეძლეს. ოდესაში კი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ორი აგროსაწარმო. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ფრონტის ხაზზე 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ყველაზე აქტიურ შეტევას მოწინააღმდეგე ძალები ლუგანსკის ოლქის მიმართულებით ახორციელებენ, სადაც საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის თავდაცვის გარღვევა 28-ჯერ სცადეს.