რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ ზონაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაშველებმა სამძებრო ოპერაციის დროს სამოქალაქო ობიექტების ნანგრევებში სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. თავდაცვის ძალებმა ასევე დაამატეს, რომ ძებნა შეჩერებულია, რადგან მიმდინარეობს ნანგრევების დემონტაჟი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქი დნეპროპეტროვსკი. რუსეთის არმიის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე რუსეთის არმიასთან 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა.