ვოლოდიმირ ზელენსკის და კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასაცავად. „თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რათა დახმარება იყოს სტაბილური, არ მოხდეს შეფერხებები და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა“- განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელიც ოდესაში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა, შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კი, ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა, თუმცა, ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.