რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოდესაში მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნისას რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულია სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, ელექტრო ქსელები და მანქანები. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 76 სამხედრო შეტაკება მოხდა, საერთო ჯამში მტერმა ხუთი სარაკეტო და 75 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მტრის 11 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქში, სადაც რუსეთი ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობდა.