რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. თავდასხმის შედეგად სულ 12 ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. როგორც კლიჩკო მედიასთან აცხადებს, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექვსი ადამიანი დაშავდა შევჩენკოს რაიონში, ოთხი სვიატოშინსკიში. ასევე, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ერთ-ერთ რაიონში იწვოდა საცხოვრებელ კორპუსი.