ლომბარდიებთან დაკავშირებით ინიციატივას, ფინანსთა მინისტრი მომავალ სხდომაზე წარადგენს

ლომბარდიებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას ფინანსთა მინისტრი მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განმარტებით, ფინანსურ სექტორში არ უნდა არსებობდეს ასიმეტრული რეგულაცია, რომელიც სპეკულაციის საშუალებებს იძლევა. მთავრობის სხდომა, მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, 25 მაისს გაიმართება.