პიროტექნიკის შეზღუდვის ინიციატივა

საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებაზე შესაძლოა ახალი შეზღუდვები დაწესდეს. პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივის განხილვა დაიწყო.

კანონპროექტი, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით, საფრთხის შემცველი პროდუქციის რეალიზაციის და გამოყენების აკრძალვას გულისხმობს. საუბარია ისეთი სახის ასაფეთქებლებზე, რომელთაც გარე სივრცეში შორ მანძილზე გასასროლად იყენებენ. რეგულაციების დაწესების მიზეზად სადღესასწაულო დღეებში მომხდარი უბედური შემთხვევების სიხშირე და მძიმე სტატისტიკა სახელდება. სტატისტიკური მონაცემები ვერც არასრულწლოვნებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა შეამცირა.