იანვრიდან ამოქმედებული სატრანსპორტო რეგულაციები

2024 წლიდან ავტომფლობელებისთვის რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

პირველი იანვრიდან დილისა და საღამოს პერიოდში დედაქალაქში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების მოძრაობა იზღუდება. მიზანი პიკის საათებში თბილისის საცობებისგან განტვირთვაა. კიდევ ერთი რეგულაციის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში, ზამთრის თვეებში შესაბამისი საბურავების გარეშე ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. დიდთოვლობისა და ყინვის პერიოდში კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებიც სავალდებულოა.