ფინანსთა მინისტრი: ლომბარდები საქართველოში გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად

15:15, 07.05.2018

ლომბარდები საქართველოში გადაიქცა გარკვეულწილად ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად და უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით, აუცილებლად შემოვა ახალი რეგულაცია. კერძოდ, ამ სექტორს, თანხის გაცემის სანაცვლოდ, შესაძლოა, მანქანებისა და უძრავი ქონების მიღება აეკრძალოთ. ასევე, საუბარია მაქსიმალური საპროცენტო ზღვრის დაწესებაზე.

მსგავსი