გამკაცრებული კანონი ხმაურის შესახებ და დაჯარიმებული რესტორნები

ათამდე დაჯარიმებული ბოლო ერთ კვირაში – ასეთია სტატისტიკა მას შემდეგ, რაც ხმაურზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

თუ მანამდე ხმაურის გადაჭარბების შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ჯერ მხოლოდ აფრთხილებდნენ, ახლა პირდაპირ ფინანსური სანქციები მოქმედებს. ჯარიმები საკმად გაზრდილია. 14 დეკემბრის შემდეგ დაჯარიმებულებს შორის ერთ-ერთი რესტორანი 10 000 ლარით დაჯარიმდა, რაც ნიშნავს, რომ მან ერთ კვირაში კანონი სამჯერ დაარღვია. 2017 წლიდან ამოქმედებული რეგულაციების გამკაცრების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მერიაში მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობამ პიკს მიაღწია. ექვსი წლის წინ დამტკიცებული კანონის ნაკლებეფექტურობა ქალაქის მერიამაც აღიარა.