პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავს

პარლამენტი დღეს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობითაა დაგეგმილი. ხარჯვითი ნაწილი კი დაახლოებით 165 მილიონი ლარით იზრდება. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 25 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტი არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს ზრდას, მათ შორის გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მატება. ოპოზიციის ნაწილი პროექტს მხარს არ უჭერს.