გაერთიანებულ სამეფოში გადაბარგებული რუსი ჯაშუშის რეზონანსული საქმე: ქალაქ სალსბერის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ ადგილს მოერიდონ, სადაც რუსი ჯაშუში ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
წინასწარი მონაცემებით, სერგეი სკრიპალი ქიმიური ნივთიერებით არის მოწამლული. არსებობს ვერსია, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება შემთხვევის ადგილზე ისევ დარჩენილია. ამ ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებსაც აღენიშნებათ.
რუს პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალს, რომელსაც რუსეთში სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი, 2010 წელს ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.