დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნი - სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, მსოფლიო ბრიტანეთის გვერდით დგას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით მსოფლიო ბრიტანეთის გვერდით დგას. გევინ უილიამსონის თქმით, პუტინის მიმართ მსოფლიოს მოთმინების ფიალა აივსო.

„პუტინს სურს, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ერთიან პოზიციაზე არ იყვნენ. ამ ფონზე, ნატო-ს და ევროკავშირის მხარდაჭერა არის საუკეთესო პასუხი“, – განაცხადა უილიამსონმა. დღესვე, რუსი მზვერავის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

ტერეზა მეი განცხადებას რუსეთის ქმედებებზე თემთა პალატაში გააკეთებს.