სკრიპალის საქმე

ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ დაწყებული სკანდალი გრძელდება.

სხვადასხვა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მოსკოვი ანალოგიური ნაბიჯით პასუხობს. ლავროვის უწყებაში დღეს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები დაიბარეს და საპროეტესტო ნოტები გადასცეს. ვაშინგთონში ამბობენ, რომ რუსეთი პასუხს ამ ნაბიჯზეც მიიღებს.

დღეს ცნობილი გახდა, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი ძლიერი ქიმიური შხამით გამოწვეული კომიდან გამოვიდა, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე კვლავ ემუქრება.

დატოვე კომენტარი